ესაია 32

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
321 აჰა, სამართლიანად იმეფებს მეფე და მთავარნი სიმართლით იმთავრებენ. 2 და თითოეული იქნება, როგორც საფარავი ქარში და თავშესაფარი თავსხმაში; როგორც წყლის ნაკადულები გვალვიანში, როგორც ჩრდილი კლდისა გამოფიტულ მიწაზე. 3 და თვალს არ მოაცილებენ დამნახველნი, და მსმენელთა ყურნი გაიგონებენ. 4 და თავქარიანთა გული მიხვდება ჭეშმარიტებას, და ბლუთა ენა ნათლად ალაპარაკდება. 5 აღარ მოიხსენიებენ არამზადას კეთილშობილად და ძუნწზე არ იტყვიან სულგრძელს, 6 რადგან მდაბალი სიმდაბლეს ლაპარაკობს, და მისი გული სიავეს სჩადის, რათა მოიქცეს მლიქვნელურად და უფლის წინაშე უკუღმართი ილაპარაკოს, რათა გამოაცარიელოს მშიერის სული, და მწყურვალს სასმელი მოაკლოს. 7 ძუნწის იარაღი ბოროტეულია; მზაკვრულს განიზრახავს იგი, რომ დააპუროს ღარიბნი სიცრუის სიტყვებით, და ღატაკი, როცა ის სიმართლეს ლაპარაკობს. 8 ქველი კი სიქველით განიზრახავს და სიქველეზე იდგება. 9 უზრუნველო ქალებო, ადექით, ისმინეთ ჩემი ხმა; უდარდელო ასულნო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს. 10 ერთ წელიწადში, რამდენიმე დღეში შეძრწუნდებით, უდარდელო ქალებო, რადგან აღარ იქნება რთველი, ხილის კრეფა არ დადგება. 11 გეშინოდეთ, უზრუნველნო, შეძრწუნდით, უდარდელნო, გაიხადეთ და გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე. 12 ძუძუებზე ირტყით საამური ყანების და ნაყოფიერი ვაზის გამო. 13 ჩემი ხალხის მიწაზე ნარი და ეკალი ამოვა, როგორც ყველა მხიარულ სახლზე მოზეიმე ქალაქში. 14 რადგან დაგდებულია სასახლე, მიტოვებულია ხმაურიანი ქალაქი, ციხე-სიმაგრე და კოშკი გამოქვაბულებად იქცნენ უკუნისამდე – კანჯართა სალაღობოდ, ფარათა სამწყემსად, 15 სანამ არ გადმოიღვრება ჩვენზე სული მაღლიდან და უდაბნო ბაღნარად არ იქცევა და ბაღნარი ტყედ არ შეირაცხება. 16 და დაივანებს უდაბნოში სამართალი და სამართლიანობა ბაღნარში დასახლდება. 17 და იქნება სამართლიანობის საქმე მშვიდობად, და სამართლიანობის სამსახური სიმშვიდედ და უსაფრთხოებად უკუნისამდე. 18 და დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის ბინაში, საიმედო სავანეებში და უზრუნველ სამყოფლებში. 19 და იქნება სეტყვა ტყის დაცემისას და ქალაქი დაბლობზე დაეშვება. 20 ნეტარნი ხართ, ყველა წყლის პირზე რომ თესავთ, ხარისა და სახედრის ფეხს რომ ათავისუფლებთ.
თავი ოცდამეთერთმეტე                                                                                                               თავი ოცდამეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close