ძველი აღთქმა
ფსალმუნები
631 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ; მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე. 2 დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. 3 რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი – მწარე სიტყვა, 4 რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. 5 ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: „ვინ შეამჩნევს მათ?” 6 სიმრუდეს ფიქრობენ: „ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ დავიცავთ ჩვენს გეგმას”. ხოლო შიგანი კაცისა და გული ღრმაა. 7 და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. 8 საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი. 9 და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე, და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან. 10 გაიხარებს მართალი უფალში და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.