ფსალმუნები 80

By
ივლისი 13, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

801 გუნდის ლოტბარს, გითითის ხმაზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას; შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს! 2 ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად. 3 ჩაჰბერეთ ახალმთვარობაზე ბუკს, სრულმთვარობაზე, ჩვენი დღესასწაულის დღეს. 4 რადგან ეს არის კვალი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა. 5 ეს დაადგინა მან მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; 6 ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე: „მოვხსენი ტვირთი მხრებიდან, მისი ხელები აღარ დაათრევენ გოდორს. 7 გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გპასუხობდი იდუმალებით სავსე ქუხილის ხმით, გამოგცადე მერიბას წყლებზე. 8 ისმინე, ჩემო ერო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ. 9 არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს. 10 მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე პირი შენი და გავავსებ მას. 11 არ ისმინა ჩემმა ერმა ხმა ჩემი, და ისრაელი არ დამემორჩილა. 12 და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე. 13 ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო, 14 მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი. 15 უფლის მოძულენი ლიქნას დაუწყებდნენ; და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო. 16 გამოვკვებავდი მათ ნოყიერი ხორბლით და კლდის თაფლით გავაძღებდი.”

ფსალმუნი 79                                                                                                                                           ფსალმუნი 81

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close