ფსალმუნები
1411 მოძღვრება დავითისა, მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ლოცვა. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები. 2 გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაებ. 3 როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე. 4 ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე. 5 ამიტომ მოგიხმე შენ, უფალო, და ვთქვი: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.” 6 ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ! 7 გამოიყვანე საპყრობილიდან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი! გარს შემომეხვევიან მართალნი, თუ კეთილს მომაგებ. 8 ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება! მიპასუხე შენი ჭეშმარიტებით, შენი სიმართლით!