16 მიუგო ელისემ: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”. 17 ასე ილოცა ელისემ: „უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.