41 და უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.“ 42 და წავიდა ახაბი, რომ ეჭამა და ესვა, ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე დაიხარა და სახე მუხლებში ჩარგო. 43 და უთხრა თავის მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე.“ წავიდა ის და გაიხედა. და თქვა: „არაფერი ჩანს.“ და უთხრა ელიამ: „შვიდგზის გააკეთე ასე.“ 44 მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მუშტისოდენა პატარა ღრუბელი ამოდის ზღვიდან.“ და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: შეაბი ეტლი და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.“ 45 ამასობაში ცა მოიქუფრა ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. და ჩაჯდა ეტლში ახაბი და იზრეყელისკენ გაემართა.