3 მეფეთა 17:1-7

By
სექტემბერი 17, 2015
1 და უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით.” 2 და გამოეცხადა უფლის სიტყვა: 3 „წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. 4 ამ ხევიდან სვი წყალი, ყორნებს კი ვუბრძანე, რომ გკვებონ იქ.” 5 და წავიდა და უფლის სიტყვისამებრ გააკეთა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. 6 და მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა. 7 გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.

კომენტარის დატოვება

Close
Close