6 და რჩევა ჰკითხა მეფე რეხობოყამმა უხუცესებს, რომლებიც სოლომონის სიცოცხლეში მის წინაშე იდგნენ და უთხრა: „როგორ მირჩევდით, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“ 7 ელაპარაკნენ ისინი მას და უთხრეს: „თუ დღეს მაგ ხალხის მსახური იქნები, მოემსახურები და დააკმაყოფილებ მათ, ლმობიერ სიტყვებს ეტყვი, მაშინ ისინი შენი მსახურნი იქნებიან სამარადჟამოდ.“ 8 ყური არ უგდო უხუცესების რჩევას და რჩევა ჭაბუკებს დაეკითხა, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და გარს ეხვივნენ.