10 და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა და ჩვენი მამების, უკუნითი უკუნისამდე! 11 შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცასა და მიწაზე! შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად! 12 სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელთაა ყოველივეს განდიდება და განმტკიცება. 13 აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.