8 და მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: „რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, ან თქვენ საულის მსახურნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. 9 თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით. თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდით მსახურებად და გვემსახურეთ.” 10 და თქვა ფილისტიმელმა: “სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.” 11 და გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, და დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.