1 კორინთელთა 3:10-15

By
დეკემბერი 18, 2015
10 მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე; მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს. 11 რადგან არავის ძალუძს სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. 12 და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას – 13 თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს. 14 ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. 15 ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან. 16 განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close