27 ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. 28 ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან. 29 ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული. 30 ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს. 31 თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.