19 ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავირწმუნებთ გულს. 20 რადგან, თუ ჩვენი გული გვამხილებს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. 21 საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვამხილებს, კადნიერება გვექნება უფლის მიმართ; 22 და რასაც კი ვითხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.