უფალი არის ჩემი კლდე, სიმაგრე, მხსნელი
უფალი არის ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი, ღმერთი ჩემი, – ჩემი კლდე, თავშესაფარი, ფარი ჩემი და ჩემი ხსნის რქა, საყრდენი ჩემი. – ფსალმუნები …
ყველაფერი ბიბლიაზე, ბიბლიის სიმფონია, აუდიო ბიბლია,
უფალი არის ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი, ღმერთი ჩემი, – ჩემი კლდე, თავშესაფარი, ფარი ჩემი და ჩემი ხსნის რქა, საყრდენი ჩემი. – ფსალმუნები …
უფლის ზრახვები, ღმერთია ყველაფერი
აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები! – ფსალმუნები 132:1
მოდით, თაყვანი ვცეთ და შევუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე! — ფსალმუნები 94:6
როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. – ფსალმუნები 126:4
უწყოდეთ, რომ უფალი ღმერთია; მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი, მისივე ხალხი ვართ და ცხვარი ვართ მისი სამწყსოსი. – ფსალმუნები 99:3
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. – ფსალმუნები 90:1
მოვიძიე უფალი და მიპასუხა მან და მიხსნა ყველა განსაცდელისგან. – ფსალმუნები 33:4
უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები, და გაამყარებს მას, ვის გზასაც შეიყვარებს. – ფსალმუნები 36:23
სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში. – ფსალმუნები 50:9-10