შიში ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 1:7
რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.

1 იოანეს 4:18
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილ.

ფსალმუნები 110:10
სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

ფსალმუნები 22:4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

ფსალმუნები 26:1
უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე?

იგავნი 29:25
ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.

იგავნი 19:23
უფლის შიშს სიცოცხლისაკენ მიჰყავს კაცი, მაძღარი იქნება და არ ეწევა მას ბოროტი.

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს

ფსალმუნები 117:6
უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?

მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.

ფსალმუნები 102:17
ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ, და მისი სიმართლე – შვილთაშვილებზე;

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

იგავნი 14:27
უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდოს სიკვდილის მახეს.

მეორე რჯული 31:6
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.”

1 ნეშტთა 28:20
და უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.

ფსალმუნები 55:3-4
საშიშროების დღეს შენ მოგენდობი. ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?

2 ნეშტთა 17:10
უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.

საქმეები 9:31
ამგვარად ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.

ესაია 43:1-3
მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ, და – მდინარეებში, არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ. რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ.

4 მეფეთა 6:15
და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?”

იგავნი 8:13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია. სიამაყე და ქედმაღლობა და ბოროტი გზა, და უკუღმართი პირი მძულს მე.

ესაია 41:13
რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი.”

ესაია 54:4
ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები და არ გაწბილდები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატიობას აღარ გაიხსენებ.

რომაელთა 8:15
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!”

ებრაელთა 13:5-6
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?”

1 პეტრეს 3:13-14
ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით? მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის. მათი შიშით ნურც შეშინდებით და ნურც დაღონდებით.

COMMENTS