საქმეები 8:32-35

By
დეკემბერი 14, 2015
32 წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: „დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე. 33 დამცირებაში წაერთვა სამართალი, მაგრამ ვინ განუმარტავს მის თაობას, რომ მოკვეთილ იქნა დედამიწიდან სიცოცხლე მისი. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი”. 34 ჰკითხა საჭურისმა ფილიპეს: “გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე თუ სხვა ვინმეზე?” 35 გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.

კომენტარის დატოვება

Close
Close