48 მაგრამ უზენაესი არ მკვიდრობს ხელთქმნილში, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: 49 ‘ცა ტახტია ჩემი და დედამიწა – ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი,’ – ამბობს უფალი, – ‘როგორ სახლს ამიგებთ მე ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი? 50 განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’ 51 ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.