საქმეები 5:34-39

By
ნოემბერი 22, 2014
34 მაშინ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ 35 და უთხრა მათ: „ისრაელელნო კაცნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ადამიანებს. 36 რადგან ამ დღეების წინ გამოჩნდა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას, მაგრამ ის მოკლეს და ყველანი, ვინც მორჩილებდნენ მას, გაიფანტნენ და არარად იქცნენ. 37 ამის შემდეგ, აღწერის დროს, გამოჩნდა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლა. ისიც დაიღუპა და ყველანი, ვინც მას მორჩილებდნენ, გაიფანტნენ. 38 ახლა გეუბნებით თქვენ: დაანებეთ თავი ამ ადამიანებს და გაუშვით ისინი, რადგან, თუ ადმიანისაგან არის ეს ზრახვა ან საქმე, ჩაიფუშება. 39 ხოლო თუ ღმერთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ ღმერთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“ დაუჯერეს ეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close