საქმეები 16:26-34

By
დეკემბერი 14, 2015
26 უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები. 27 ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28 მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”. 29 მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. 30 გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?” 31 მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”. 32 უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს. 33 იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი. 34 სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.

კომენტარის დატოვება

Close
Close