2 და უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: „წავალ მე ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიაც მადლს ვიპოვნი.” და უთხრა: „წადი, ჩემო ასულო!” 3 წავიდა ის და მივიდა, და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ აღმოჩნდა იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.