6 მაგრამ ისე არაა, რომ თითქოს ღმერთის სიტყვა დაეცა, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელი როდია. 7 და ყველა, ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი, რადგან ნათქვამია: „ისააკისგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერს.“ 8 ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად.