რომაელთა 13:1-4

By
იანვარი 2, 2016
1 ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. 2 ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. 3 რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან; 4 ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.

კომენტარის დატოვება

Close
Close