რომაელთა 1:21-27

By
მაისი 2, 2014
21 რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. 22 თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, 23 და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. 24 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს. 25 მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. 26 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. 27 ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის.

კომენტარის დატოვება

Close
Close