6 რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყო მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არიან. 7 მრავალრიცხოვნების გამო ვერ ამოგირჩევდათ თქვენ უფალი – თქვენ ხომ ყველა სხვა ხალხებზე მცირერიცხოვანი ხართ, 8 არამედ, თქვენდამი მისი სიყვარულის გამო ამოგირჩიათ, და კიდევ იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, – აი ამიტომ გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის, ხელიდან.