ძველი აღთქმა
რიცხვნი
291 და მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს დღე საყვირით მოწოდებისა იყოს თქვენთვის. 2 და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი. 3 და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, 4 და ერთი მეათედი თითო კრავზე შვიდ კრავთაგან. 5 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, თქვენი შენდობისათვის. 6 გარდა ახალმთვარობების სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა, და მათი საღვრელების გარდა, რჯულის მიხედვით კეთილსურნელებად შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. 7 და მეშვიდე თვის მეათე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. და დაიოკეთ თქვენი სულები, და არავითარი საქმე არ აკეთოთ. 8 და შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს კეთილსურნელებად: ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღნი იყვნენ ისინი თქვენთვის. 9 და მათი პურეულის ძღვენი, წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე, 10 და ერთი მეათედი თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან. 11 ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა ცოდვის შესანდობარი შესაწირავისა და მუდმივი სრულადდასაწველისა, და მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა. 12 და მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს. 13 და შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს: ცამეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი. საღნი უნდა იყვნენ ისინი, 14 და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი თითო მოზვერზე ცამეტ მოზვერთაგან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორ ვერძთაგან. 15 და ერთი მეათედი თითო კრავზე თოთხმეტ კრავთაგან. 16 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 17 და მეორე დღეს: თორმეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი; 18 და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერთათვის, ვერძებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, 19 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა. 20 და მესამე დღეს: თერთმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, 21 და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, 22 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. 23 და მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, 24 და მათი ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, 25 და ერთი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. 26 და მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, 27 და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ. 28 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. 29 და მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, 30 და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ; 31 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელებისა. 32 და მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი. 33 და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, 34 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. 35 და მერვე დღეს დღესასწაული იყოს თქვენთვის: არავითარი საქმე არ აკეთოთ. 36 და შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი. 37 და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრისათვის, ვერძისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ. 38 და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. 39 ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, გარდა თქვენი აღთქმისა და თქვენი მოწყალებისა: თქვენი სრულადდასაწველები და თქვენი პურეულის ძღვენი და თქვენი საღვრელები და თქვენი სამშვიდობო მსხვერპლები.’„ 40 და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს.