37 „უთხარი ელეაზარ მღვდელს, აარონის ძეს, აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი გადაყაროს გარეთ, 38 რადგან ამ ცოდვილთა საცეცხლურები წმიდა გახდა მათი სიცოცხლის ფასად. მათი საცეცხლურებისგან გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს გარემოსადებელად, რადგან მათ მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდა ისინი. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანთ.“ 39 და აიღო ელეაზარ მღვდელმა ბრინჯაოს საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს მათგან სამსხვერპლოს მოსაპირკეთებელი ფირფიტები,