მთავარი › ბიბლია › ოსია

ძველი აღთქმა · ოსია

ოსია 4:1-3

1 ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო! რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის ცოდნა ქვეყნად. 2 წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლისღვრას სისხლისღვრა მოსდევს. 3 ამიტომაც გოდებს მიწა; ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაქრებიან.

ოსია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
Close
Close