36 აჰა, საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“ 38 და ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიანად ადგა გედეონი, გამოწურა საწმისი და გამოადინა ნამი, წყლით სავსე ერთი თასი. 39 და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.“ 40 და ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს. მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.