4 და ამის შემდეგ მას ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში, და მისი სახელი იყო დალილა. 5 და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეაცდინე იგი და ნახე, რაშია მისი დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემს.”