32 ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს ისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33 ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. 34 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.