მათეს 23:25-28

By
აგვისტო 13, 2015
25 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნატაცებით და სიხარბით. 26 ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. 27 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. 28 ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.

კომენტარის დატოვება

Close
Close