14 და როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე 15 და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში. 16 მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.“ 17 მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი!“ 18 და შერისხა იესომ და ეშმაკი გამოვიდა მისგან და იმავე ჟამს განიკურნა ყმაწვილი.