20 და მოუყვანეს მას. და როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა ძირს, დაეცა ის მიწაზე და გორავდა დუჟმორეული. 21 ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან. 22 ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე, შეგვიბრალე ჩვენ.“ 23 იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლია? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ 24 მყისვე შესძახა ბავშვის მამამ და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ 25 როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ 26 და შეჰყვირა და მაგრად შეაზანზარა იგი და გავიდა. და მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. 27 იესომ ჩასჭიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა.