46 როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. 47 ვიღაცამ უთხრა მას: “აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.” 48 მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: “ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?” 49 ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: “აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; 50 ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.”