მალაქია 3:6-10

By
ივნისი 22, 2015
6 რადგან მე, უფალი ვარ – არ შევცვლილვარ; და თქვენც, იაკობის ძენო, არ შეცვლილხართ. 7 თქვენი წინაპრების დღეებიდან მოყოლებული, გადაუხვიეთ ჩემს რჯულს და არ აღასრულებდით მას. მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. თქვენ კი ამბობთ: როგორ მოვბრუნდეთო? 8 განა ადამიანი უნდა ატყუებდეს ღმერთს? თქვენ კი მაინც მატყუებთ მე და ამბობთ: როგორ გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში! 9 წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მატყუებთ მე მთელი ერი. 10 სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close