იობი 2:11-13

By
მარტი 5, 2014
11 და გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, და მოვიდნენ თავთავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, და შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად. 12 შორიდან აახილეს თვალი, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აღიმაღლეს და ტირილი მორთეს. და შემოიხია თითოეულმა თავისი სამოსელი, და თავზე მტვერი დაიყარა. 13 და ისხდნენ მასთან მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. ხმა არავის გაუცია მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.

კომენტარის დატოვება

Close
Close