1 ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ. 2 რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ. 3 მეც სათუთი შვილი ვიყავი მამაჩემისა და ერთადერთი დედის წინაშე. 4 მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: „გულში შეინახე ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.