უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. – იოანეს 11:25
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, – კოლასელთა 1:15
ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან”. – გამოცხადება 17:14