5 და დახოცეს მათგან ჰაღაის კაცებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი, და დაედევნენ მათ კარიბჭიდან შებარიმამდე, და შემუსრეს ისინი ფერდობზე. და შეუდრკა ხალხს გული და წყალივით გაუხდა. 6 და შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო პირქვე მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერი დაიყარეს. 7 და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისთვის, რომ ამორეველთა ხელში მიგეცა ჩვენი თავი დასაღუპად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით!