4 აი მიზეზი, რატომაც წინადაცვითა იესომ ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა მამაკაცი, ვისაც ბრძოლა შეეძლო, უდაბნოს გზაზე, დაეცა ხეტიალისას 5 ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი წინადაცვეთილი იყო, ხოლო ის ვინც უდაბნოში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, არ იყო წინადაცვეთილი. 6 რადგან ორმოც წელიწადს ხეტიალობდნენ ისრაელიანები უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ შეისმინეს უფლის ხმა, რომელმაც დაფიცა, რომ ისინი ვერ იხილავდნენ იმ ქვეყანას, რომელიც რძესა და თაფლს გამოადინებს, და რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს, რომ მოგვცემდა ჩვენ. 7 და მათი ძენი, რომლებიც მათ ნაცვლად დაადგინა, წინადაცვითა იესომ, რაკი წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, რადგან გზაში წინადაცვეთა არ ხდებოდა. 8 და როცა წინადაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.