13 ვაი იმას, ვინც უსამართლობით აშენებს თავის სახლს და უკანონოდ – თავის ქორედებს! თავის მოყვასს მუქთად ამუშავებს და მის გასამრჯელოს არ აძლევს მას. 14 ვინც ამბობს: ‘ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ქორედებს, და გაჭრის თავისთვის სარკმელებს და კედრით შემოფიცრავს და სინგურით შეღებავს.