7 კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს, და უფალია მისი საესავი. 8 და იქნება ის, როგორც წყლის ნაკადებთან დარგული ხე, და ნოტიოზე გაიდგამს ფესვებს, და არ შეშინდება, როცა ხვატი დააცხრება მიწას, არ დაუჭკნება ნორჩი ყლორტები, გვალვიანი წელიწადი ვერ შეაშინებს, და არ მოაკლდება კეთილი ნაყოფი.