6 კბილის დასადგმელი არაფერი მოგეცით თქვენს ქალაქებში, და უპურობა მოგეცით თქვენს ადგილებზე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. 7 წვიმაც კი შეგიწყვიტეთ მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთ ყანას წვიმით ვაჟიებდი, მეორე ყანა კი უწვიმრად იშრიტებოდა. 8 ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში იყრიდა თავს წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი.