10 ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ. 11 აჰა, ჩვენ შევნატრით მათ, რომლებმაც დაითმინეს. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან შემბრალე და თანამგრძნობია უფალი.