14 ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? 15 თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, 16 რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე”, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? 17 ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.