10 და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მსახურს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“ 11 და უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან თვალხილულს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი? 12 ახლა წადი და მე ვიქნები შენთან და გასწავლი, რაც უნდა ილაპარაკო.“