გამოსვლა 33:12-23

By
მარტი 10, 2014
12 და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მითხარი, გაუძეხიო ამ ხალხს, და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი, რომ სახელით მიცნობ და მადლიც მაქვს ნაპოვნი შენს თვალში. 13 და თუ მართლაც მადლი მიპოვია შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“ 14 თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ.“ 15 უთხრა მოსემ: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან. 16 რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? განა იმით არა, რომ ჩემთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“ 17 და უთხრა უფალმა მოსეს: „მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.“ 18 და თქვა მოსემ: „მახილვინე შენი დიდება.“ 19 და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“ 20 და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს.“ 21 და თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე. 22 როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე. 23 როცა ხელს მოგაშორებ, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება.“

კომენტარის დატოვება

Close
Close