1 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. 3 და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, 4 ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა. 5 მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. 6 აჰა, მივუჩინე მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: