11 და ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს, 12 და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე! ამინ.“ 13 და მომმართა ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „თეთრი სამოსით მოსილები ვინ არიან, ან საიდან მოვიდნენ?“