12 რომლებიც დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“ 13 და ყოველი ქმნილება ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება, და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.“